Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

მე რომ გავრბოდი…

ქუჩა, სადაც უფეხო ხალხი ველოსიპედით დაჰქრის, მზე ვარდისფერია და სახლები რუხი, უკუდო ძაღლი გამომეკიდა..
გავრბოდი და გამახსენდა, რომ სული იქვე ქანდარაზე დამრჩა.. წამოღება დამავიწყდა..
გავრბოდი და ხალხზე ვფიქრობდი..
მათ ფეხები არ აქვთ და ველოსიპედს მაინც ატარებენ.. მაგრამ ჩემს სულზე რატომ არ ვდარდობდი? ის ხომ მე ქანდარაზე დავტოვე, იქნებ ვიღაც ახვარმა მოირგოს და გაყიდოს..
გავრბოდი, როგორც დაგვიანებულ მატარებელზე მორბენალი ადამიანი.. გავრბოდი, როგორც “რუსების შემოჭრით დაპანიკებული ხალხი”..
გავრბოდი და უკან ჩემი ციხესიმაგრე ინგრეოდა გვირილებით მოხატული.. ირღვეოდა ბებიაჩემის მოქსოვილი შავი კიმანო.. მძვრებოდა “ჩიკოკიტატას” ფირმის “ტუფლი”..
ულვაშებიანი გოგოების რაზმი მომზდევდა..
გავრბოდი და ქალები ჯვრებით სამარეს მითხრიდნენ.. ..
მოლურჯო კანზე ბუზიც მომასკდა და თვალი გამილურჯა..
გავრბოდი და რომ დავიხედე თურმე ფეხები არც მე მქონია და ველოსიპედს ისე ვატარებდი..…

Single Post Navigation

დატოვე კომენტარი