Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for the category “პოეზია”

ალანის ყორანი

მე შემიყვარდა ალანის შავი,
მუგუზალივით დახშული ყორანი
ყელს მიკორტნიდა ყოველდღე
და ვერ ენახა საგზალი..
სტაფილოსფრად დავღებე ნახშრივით თავები,
თოკებს გავუბი ზარები და ავაფეთქე ტაძრები..
თეთრად დავკერე ძონძები და დავაპურე ყვავები..
ისევ მეძახის ალანის მოუსვენარი ყორანი.
სკვერის სკამებზე მჯდომარე
ჩიბუხს აბოლებს მგოსანი
და თვალებს მოკორტნის მისი
საძაგელი ყორანი.
ხო!!! მე მაინც მიყვარს
ალანის- მოუსვენარი ყორანი.

ულტრაათეისტის მონოლოგებიდან….


ვახტან ჯავახაძე            1981წ

1.    სახალისო ბიბლია

ევას ადამ
ევასა და
ადამს ევა ევასა,-
სხვა არც ჰქონდათ ვარიანტი ადამსა და ევასა.
ევას ევალებოდა და,
როგორც ამბობს ანდაზა,
ღმერთი უწყის,
წააბა თუ აეკიდა ადამსა..
და მზე როცა კაიფობდა_
კაშკაშა და ხასხასა,_
აკლძალულიც დაირტყა და მოკრძალებაც გაშანსა.
ერთხელ კიდევ აწაპნა და,
როგორც იტყვის მაჯამა, ადამს მიაპრადალა და აჭამა და ა-ჭა-მა..
ჩუმად ეთომარებოდნენ უხსენებელ მოკეთეს
შებერტყილი შემორძანდა
და ეგრეთვე მოკეტეს.
ღმერთმა შეათვალიერა აქედან და იქიდან,
თავი მოიგიომა და ყველაფერი იყიდა.

გახურა
შეუბერა,
ხია მოღალატესა,
მოუხაზა და ეგრევე ედემიდან ათესა.
ადამი კი დაიცენტრა,
დაეკარგა რიხი და
დაიცენტრა და იპლიტა ანუ პლეტი იყიდა..
გადის ათასწლეულები,
და ადამი ევასა
დღესაც ისე ევასება,
როგორც მაშინ ევასა.
სხვა რად გვინდა,
ჩვენხ ხომ კარგად ვიცით
მამაკაცებო,
არ არსებობს ვარიანტი,
ვიდრე ქალი არსებობს.

2. სახალისო სახარება

მამაო ჩვენო,
შე ძველო,
შებერტყილო და ანგალო,
ეს რა ცირკები იკისრე:
ხან შაყირობ და ხან გალობ.
ამაოს არ ჰყავს მამაო,_
ჩვენც გვარწმუნებენ ამაოდ,
ან მაგის ჩიტი ვინ არის
ან მაგას ვინ ჭამს მამაო?!
ნაღდი კლიენტი ვიყავი,
ამიტომ გვეჭაშნიკები,
შარაფს არ ეკარებოდი,
არ გიზიდავდა შიკები.
შენ არც შმოტკები გიყვარდა,
არც ვილვეტი და ხავერდი,
არც ჯინსავიკი ყოფილხარ,-
ძველმანებს აგლახავებდი.
აიყვანე და შეკერე:
საკენკს უყრიდი წიწილებს,
მაინც ამდენი არიფი საიდან გამოიჭირე?!
ტუფტა და ბლეფი დარეხვე,
აუხტი მოქადაგესა,
კეთროვანს კარტი ჩაუწყე
და ბრმა ტუზივით დაგეცა.

დიდი  მაყუთი მოღუნე
და დაუადე აღაპებს,
შენ იუდასაც ათოხლე
და პილატეც აყაფე.
ააშიპიტე შანტრაპა,
ებაზრებოდი პინგვინებს,
ეკლის გვირგვინიც დაირტყი
და დაგა-ეკლის-გვირგვინეს.
როცა ბარიგა მსაჯულმა მსჯავრი გაჯახა განგების,
შიშველ ფეხებზე ეკიდე ისიც და იმის კარგებიც.
გამოქლიავდა ჯალათი,
დაამანდრაჟა და შეშინდა,
სიმშვიდით დაუთოხმახე,
არ გამოსულხარ ქვეშიდან.
სიაბანდი და შაყირი არც ჯვარზე აგიკრძალია,
თუმცა ძალიან,
ძალიან მოკვდი,
ძალიან,
და ძალიანზე ძალიან აღსდექ და მოაკეტინე:
დამპლებს,
დარტყმულებს,
გორსალებს,
ფარჩაკებსა და კრეტინებს.
აიწყვიტე და აორთქლდი,
დაატრიალე ეშხები,
ბანკი დახურე,
არავის არაფერს დაესესხები.
ბლატაობ სააქაოზე,
გვიფარავ საიქიოსგან,
ვისთვის ქრისტე ხარ
და ვისთვის-
იესო ანუ იოსკა.

ისე,
კარგად რომ გაჩითო,
და არაფერი შეცვალო,
ოცდაცამეტი წლისა ხარ,-
ორი ათასის,-
შე ძველო!

Read more…

Post Navigation