Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

PROGERIA

ახალგაზრდა დედას მუცელში ჩანასახი ცხრა თვით ესტუმრა.. სამშობიაროს ფანჯრებიდან შემოსულ პირველ სხივს ცხოვრება განვლილი თვალებით შეხედა  მოხუცმა.
გამელოტებულ თავსა და დანაოჭებულ კანს დედა თავისი “ქორფა” ხელებით ეფერება.
პატარა დიდი ბავშვი პირველ ნაბიჯებს უსუსური ფეხებით დგამს, მაგრამ მსხვრევადი, ფაიფურის ძვლები თხილის ხესავით აქეთ-იქეთ იხრება.
ხის მახინჯი თოჯინებით თამაშობს, არადა შვილიშვილებს პრიმიტიულ თოფებს უნდა უთლიდეს…
ოცნებობს დიდი გახდეს, გამოვიდეს პრეზიდენტი, გაფრინდეს კოსმოსში..
მისთვის დრომ და საათის რკინის ისრებმა ისე სწრაფად გაირბინა, რომ უკვე ყვავილებიან კუბოს თლის და სამგლოვიარო მუსიკას არჩევს..
დაჭერობანას თამაში დაიწყო, ოღონდ სიკვდილთან..
დამალობანას თამაში დაიწყო, ოღონდ ღმერთთან..
სამი წლის გახდა, მაგრამ სხეული ოფისში გადასაგდებად დაჭმუჭნულ ქაღალდს ჰგავს.
ერთხელ ტყავიც კი გაიხადა, დააუთოვა და სულ რაღაც 24 წამით შეიგრძნო “ახალგაზრდა” სხეულის დამწვარი სურნელი..
“გასაკუჭად” გამზადებულ თევზის თვალების მსგავსად აცეცებს მოხუცი ბავშვის თვალებს..
უცებ ლავიწდამსხვრეული სიკვდილი აკითხავს და მოხუცთა თავშესაფარში “ბორშის” საჭმელად მიჰყავს..

Advertisements

Single Post Navigation

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: