Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

ბუდას, რომ ეძინა….

ხმებით დაყრუებულ სამყაროში ბუდას ქანდაკებას ძილი მოერია და იქვე ოთახის კუთხეში არაბულ ტახტზე წამოწვა… თიხის ყურებიდან უცნაური ტკივილი იგრძნო, თითქოს შიგ პაწაწუნა კაცუნები დასახლებულიყვნენ და გრდემლით ტვინთან მისასვლელი არხები გაყავდათ.
სამყარო, სადაც ბუდას ეძინა ნაცრისფერი იყო და ხალხს სახის მაგივრად ტელევიზორები აქვთ და მხოლოდ სერიალებს აჩვენებდნენ..
შარდის ნაცვლად გუდრონი მოსდით და ყველგან “ასფალტს” აგებენ..
ტრანსპორტად ურემის რგოლები გამოიყენება და შიგ მდგარი ადამინები ტვინით ემაგრებიან წრეს..
ხვალე ყოველთვის ზეგ უწევს..
ანგელოზები ფრთებს იფერადებენ და რეტრო სტილზე გადადიან.. ეშმაკები ფრჩხილებს იჭრიან და პედიკურსაც კი იკეთებენ.. ჩლიქების იმიტაციას ლაკის ქუსლებიანი ფერხაცმელები უქნიან..
პატარა ბავშვები ბუშტებს თევზის ლაყუჩებისგან ბერავენ , ბაბუწვერებს “მამალოდ” იყენებენ ..
ჟალუზებიან მუყაოს სახლებში ცხოვრობენ და ეზოში ძაღლების ნაცვლად ვირთხები ჰყავთ დაბმული..მუზეუმში მეფე ლირი  მოწყენილი ზის და “ოტელოს” კითხულობს..
ბიბლიოთეკაში ყავას სვამენ, ამქვეყნიურ ამაოებაზე საუბრობენ და უხარისხო პორნო ჟურნალებს ათვალიერებენ..

ეკლებიან სასეირნო პარკში წყვილები ერთმანეთის თვალებს ჭამენ და ამ დროს გაზახულიც მოვიდა და ბუდას ყურებიდან გვირილამ ამოყო თავი..

Advertisements

Single Post Navigation

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: