Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for the tag “კოდი.SWITCH OFF”

CICINATELEBIS სასაფლაო

მინდორში, სადაც ჭიამაია დაცოცავს, იქვე ნაგავსაყრელზე თუნუქის ქილას ფეხი გავჰკარი. ისეთი ხმაური გამოიწვია, ყურის ნიჟარამ უცნაური ჟრიალი გაატარა..
როდესაც ქილას ჩემმა თვალებმა დახედეს..ოღონდ თვალებმა თქო და არა გულმა!.. დაკლაკნილი თევზი, თითქოს ნიანგის ტყავით შემოსილი, მიყურებს… კუჭში სპაზმებმა მოიმატა..
ტვინის იმპულსებმა თვალებში სიძულვილის კოდიც კი გამოუშვა..
ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც სიძულვილის , უფრო ამოებეჭდება, ვიდრე ადამიანობის.
სწორედ ამ კოდმა ჩემი ყავისფერი ფართო თვალები მთლიანად დაფარა და ქილის გასრესვა მომინდა, მასზე ხომ ის “ამაზრზენი” თევზის ჩონჩხ ეხატა. მაგრამ ქილის ე.წ “დირკიდან” ნათება შევნიშნე და უკვე ტვინის ის განყოფილება გავააქტიურე, რომელსაც ცნობისმოყვარეობა ჰქვია.
თვალი , რომ შევახე ქილას მოციმციმე ციცინათელები დავინახე, ორ ფრთას ერთმანეთს ადებდნენ და ფოსფორის ნათება დაჟანგებულ ქილას “ბინძურნათებას” აწებებდა..
ციცინათელებმა უცებ ზურგი მაქციეს და ლამპიონები SWITCH OFF .. და გამახსენდა ბავშვი, რომელმაც “შპროტი” გადასანსლა, შემდეგ მინდორში მოცეკვავემ, დახეთქილი ქუსლებით ჭიამაია გაჭყლიტა და “ფოსფორებს” სამუდამო სასაფლაო მოუწყო ჯვრისა და მიწის, ლოცვისა და მღვდლის გარეშე. . ალბათ ბავშვმა გადავწყვიტე მათთვის “ქილაკრემაცია” მომეწყო, რადგან ისინი თვითონ დაიწვავდნენ თავს.

Post Navigation