ფერადი საბანი
გაყინული მიწის გასათბობად დიდ ფერად საბანს ვქსოვ უკვე 23წელია. დაბადებისთანავე ბებიაქალს ორი ცალი ხის “ჩხირი” უჩუქებია და დედაჩემს საწოლის მასალად გამოუყენებია თურმე.. რა იცოდა მე ქსოვას დავიწყებდი.. (ისე არ ვსაყვედურობ ღვიძლ დედას, კარგი დანიშნულება მიუცია ჯოხებისათვის).
ძილისწინ ყოველთვის ვხედავდი საწოლზე რაღაც ორნამენტებს და ზღაპრებს ვიგონებდი.. ვიცი გავიზრდები და კარგი მეზღაპრეც გამოვალ.
ძვლების ზრდასთან ერთად დამიპატარავდა “ჩხირებიანი ლოგინი” და დამტვრეული, შავ სხვენში მოისროლეს..
აჰა, დიდიც გავხდი როგორც იქნა და თმებიც ამომივიდა სხეულზე.. სარკის დანიშნულებაც გამეგება და სავარცხლის.. მერე მოხდა გადარტიალება, ტვინის ხვეულები გამეზარდა და ამიტომ თმებიც დავიმოკლე.
ოჯახში ტრადიცია იყო დილა საღამოს ლოცვების კითხვის და ამ რიტუალის დროს, როცა ღმერთს ზემოთ ავხედე, დაკეტილი სხვენი შევნიშნე (ეს ნიშანია თქო გავიფიქრე და მარჯვენა თვალიდან სიხარულის ცრემლი მოვიწმინდე). ხანდახან, რა კარგი რამ არის ეს ლოცვა, წყალწაღებულს უცებ მოაბრუნებს.. მე მომაბრუნა ნეტავ?!
ავდექი, გასხივოსნებულმა სხვენის კარები გამოვაღე და ორნამენტებიანი საწოლის მაგივრად მატლებისგან გამოთლილი 2ცალი საქსოვი ჯოხი დამხვდა.. (ღმერთო ნუთუ შენ ამაზეც იზრუნე? პასუხს არ მოვითხოვ, მერე მითხარი ხასიათზე, რომ იქნები.) ვიცოდი ბავშვობიდან რამე მისიას დამაკისრებდა ვინმე ან რამე და განათებული გონებით დავბრუნდი დედამიწაზე.
ქსოვა ბებიაჩემის დარღვეული შალის ჟილეტით დავიწყე (კი არ მიყვარდა შავი ფერი, მაგრამ ვიცოდი სამყარო შექმნამდე უკუნითი და ბნელი იყო) და ” 1987თვალი” იყო ჩემი საწყისი რაოდენობა.
უკვე 2011-ია და შავად დაწყებული საბანი თანდათან ფერადდება და ყოველ ზამთარს გაყინულ სამყაროს ეტმასნება.
locvis dros axedav
da am dros is dagxedavs
ganishnebs isrebit
da sxvenshi isvrebi
iq naxav dambal xes
da moqsov sabans dges
xval daamateb lamaz tvlebs
da gaxdi perad dges.
dabal tmebs
sarkestan savarcxels
shens ukan vigac cers
giyurebs da tan cers
dzaan gtxov sheunde
roca axedav magal gmerts.
shen icyebs qsovas
is vigac locvas.
axedavs magla
da shen iq ar xar!
icyebs ceras
da muza gahyva merans
shen sadgac xar
da icyeb qsovas
aq ki ar cyvitav ceras
minda davcero vegar
muzebi gahyvnen merans
dzaan gtxov sheunde bechavs
roca upaltan dgexar!
da am dros me vcevar
pesveb gamxmari xe var
minda gtxovo rom gmerttan
gamaigivo gamxmar xestan
isev dzaan gtxov sheunde bechavs!
salami