Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

ქინძისთავი

ჩელოს სიმებზე გაბმული ჩემი ნერვები ნაწვიმარ    ამინდში ყვავებმა დაკორტნეს” ალესილი  ნისკარტებით” და მადიანად გადაატრიალეს  თვალები..

თითებზე წასმულმა წითელმა ლაქმა გაყვითლება  დაიწყო და შემოდგომის დამპალ ფერადოვნებას  დაემსგავსა..

ყოველ დილით 12საათზე მე ვიხვევ ფერად ძონძებს და  შენი ტყავისგან შეკერილ ქამრით ვიმაგრებ.

ისმის ქუჩაში ჩელოს ხმები და ისევ იკორტნებიან ყვავები მადიანად..

ერთ დღესაც გადავწყვიტე გავიდე ჩემი  ჩონჩხიდან.. მაგრამ ამ დროს წვიმამ მომისწრო და  თავი დამისერა.  მომდიოდა სისხლი.. ვითხოვდი  შველას, მაგრამ ამ დამპალ ქალაქში ხომ  არავინ  გამომიწოდებს ხელს..

ვგდივარ ქუჩაში, ყველა დამყურებთ როგორც მკვდარს, არადა დამხედეთ და მიხვდებით რომ  გული ისევ ცემს!!…

ამოღებული ხერხემალს გამხმარი ფოთლები დავამაგრე, ქოლგა გავაკეთე და წვიმიან ამინდშიც გავდივარ უკვე სასეირნოდ..

არავინ აღარ მჭირდებით..

ყურის ნიჟარა ისევ კრავს სამყაროს იდუმალ ხმებს და ყოველ ღამით მე მელაპარაკება ღმერთი თქვენზე.. იცით თურმე მარტო ტალახით არ ხართ შექმნილები.. სასაცილოა არა!!?

ყველა ფორმულა ტვინზე მაქვს მიმაგრებული “ქინძისთავებით’’…

თოვლმაც მომისწრო და ჩემი ქოლგა გახმა.. ვეღარ გამოვდივარ ქუჩაში, ვწევარ, კვლავ მესმიც ჩელოს ხმები და ისევ მელაპრაკება ღმერთი.,  ყველანი დაგაბეზღეთ მასთან და ვუთხარი თუ როგორ არავინ გამომიწოდეთ ხელი, როცა წვიმამ გამიპო ტვინი..

 

Advertisements

Single Post Navigation

5 thoughts on “ქინძისთავი

  1. მაკო on said:

    ვაიი ძალიან მომეწონაა… ვისი დაწერილიაა???

  2. chemi dawerilia aq yvelaferi.. javaxadzis leqsis garda 🙂

  3. მაკო on said:

    მართლა ძალიან მაგარია…. სადმე სოციალურ ქსელზე ხარ?

  4. ამეტირა… ;( რა ღრმაა და ფაქიზი..
    შენი ბლოგი კი ისე მომეწონა აქიდან ვეღარ გავდივარ..ასე მგონია უფაქიზესი სულის მქონე ადამიანი ხარ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: