Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

სარეცხი მანქანა….

ოთხკუთხედი თეთრი დიდი მონსტრი, რომელსაც ამაზრზენი პირი აქვს გაუჩერებლად ტრიალებს..
ტრიალებს და ბობოქრობს.. ..
უცებ, გაჩერდა და “ტანსაცმელდასვრილმა” გოგომ მისი შიგნეულის დათვალიერება გადაწყვიტა,_ მოდი ერთი ვნახო მე თუ გამრეცხავს?
ის ხომ “სისუფთავის” მონსტრია და იქნებ ჩემი ბინძური, აქოთებული სხეული გამიქათქათოსო.,,
და აი, გააღო პირი “მრეცხავმა” მონსტრმა და ისიც უეცრად რკინის შიგნეულობაში აღმოჩნდა.
ზის და რას ხედავს, როგორც წვიმისაგან დედამიწა ლპება, იმგვარად დაიწყო შიგნიდან წყლის ნაკადმა ადიდება, უნდოდა დაელპო უცხო ბაქტერია ნაწლავებშივე…
-ნეტავ ეს კუჭის წვენი დანახჩობს? გაიფიქრა. მაგრამ არა, ნახევრამდე დაფარა ბინძური სხეული.
უჰ! გადავრჩი!

უცებ ფხვნილისგან შექმნილმა ქვირითისმაგვარმა ბუშტებმა თმები დაუნამეს. თმები, ტილების სამფლობელო,, ტვინისგან ამოზრდილი უხეირო გრძელი ძაფების კონა.  ხვდება, რომ ჭუჭყისგან თანდათან თავისუფლდება, მოდის და დიდ ცხვირიან სახეზე  ეღუტუნება …

მოწყდა და ფეხის ცერა თითს დაეცა.
ღმერთის შექმნილმა, თითქოს თანამედროვე იონამ ამოისუნთქა და გაიფიქრა-“ო! დიადო მონსტრო! მე უკვე თავისუფალი ვარ და გამომიშვი ნაწლავიდანო!: მაგრამ რისთვის შევარქვი მე მონსტრი, მონსტრული თვისებები არ მებოძებინა, ალესა კლანჭები და კუჭის მსგავსმა “ბარაბანმა” ტრიალი დაიწყო, იონა IIს აქეთ-იქით ახეთქებდა..შეურია ადამიანური ჭუჭყი და მონსტრის სტუმარს გულღებინება დაეწყო..

Advertisements

Single Post Navigation

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: