Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

ავტობუსის ღიმილი :))))

დილის გარიჟრაჟი,…
ტანსაცმელი მორბის: ჯინსის შარვალი. პულოვერი და ყვითელი კედები. . მიდი დროზე ჩამიცვი და გავიქეცი… გასვლა და უცებ ცივი ჰაერი, კენჭები და უცნაური ხმაური.. მარჯვენა შემდეგ მარცხენა და კვლავ მარცხენა.. უი, მგონი ფეხი ამერია…არა არაა ისევ მარჯვენა…
ყურში კი David Bowie მეუბნება 5წელიო!.. დამთავრდა დაღმართი და ორივე ფეხი გასწორდა და გაჩერების ტერიტორია უკვე ჩემია..
დგომა, დგომა და ლოდინი.
…..უცებ ყვითელი, 4საბურავიანი გოგრა მოგორდა, თეთრი ენა გამომიყო წარწერით: ბალანსი 0.80თეთრი და დაჯექიო.. გოგრის ნეკნის მხარე ჩემია და გავსწიეთ.. ადამიანთა სუნთქვის ხმა, ჩაისუნთქე ამოისუნთქე..
და ავტობუსს მინები დაეორთქლა.. თეთრმა აპკმა დაფარა არემარე და ხეების წყობას ვერ ვხედავ.. ხალხს უყურე!.. უყურე და რა მათი სულის ორთქლმა ჩემს გარშემო დიდი ნისლი შექმნა..
იცი რა, რატომ არ გცხვენია? ჩემს პირს პლედი მოვაფარე და სულს არ მივეცი საშუალება ამოსულიყო, მე ხომ ის ძალინ მჭირდება და არ გამოუშვი. . ცოტა ძუნწი ვარ ალბათ.. ჩემმა ფიქრმა არემარე მოიცვა, რით გავახალისო ეს დაბურული ავტობუსი?…..
თითმა ერთი წერტილი დასვა, შემდეგ მეორე და მთავისებურად ორი წერტილს პირი გაუკეთა და ღიმილიც გააჩინა თეთრ არეულობაში.. აი ღიმილი უკვე კარგია ტვინმა იმპულსი მომცა.
მე და ავტობუსის ღიმილი.. მეც ვიცინი და ისიც .. ვიცინი და ამ დროს თურმე ავარვარებული ორთქლი გამომეპარა პირიდან და ღიმილს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა..

Advertisements

Single Post Navigation

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: